საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გადადგა

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანსი ვარუფაკისმა გადადგომოს შესახებ განცხადება ტვიტერში საკუთარ მიკრობლოგში გააკეთა. მისი თქმით, ამით საბერძნეთის მთავრობისთვის მდგომარეობის შემსუბუქება სურს, რადგანაც საერთაშორისო კრედიტორებს მისი მოლაპაარკების მაგისდასთან ყოფნა არ სურთ. “ის, რომ მათ ჩემთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა არ სურთ, ჩემთვის პატივიც კი არის” – განაცხადა იანსი ვარუფაკისმა.
შესაძლებელია მის ადგილას პირველი მოადგილე ევკლიდ ცაკალოტოსი დაინიშნოს.

ხვალ ევროზონის საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც ევროზონის სიტუაციას განიხილავენ, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. კვირა საღამოს ანჰელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს შორის გამართულ სატელეფონო დიალოგში მათ გადაწყვიტეს “ბერძენი ხალხის ნებას პატივი სცენ”.
კვირას, 5 ივლისს გამათულ რეფერენდუმზე მოქალაქეთა 60%-მა უარი განაცხადა კრედიტორების მიერ მოთხოვნილი პირობების მირებაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენთვის სამარცხვინოა ის, რაც დაგვემართა
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვალიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართოს