საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანება „სირიზამ“ მოიპოვა

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანება „სირიზამ“ მოიპოვა. პარტიის მხარდაჭერები გამარჯვებას ქვეყნის დედაქალაქში, ათენში, გვიანობამდე ზეიმობდნენ.

პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი, არჩევნებამდე გამოდიოდა ინიციატივით, რომ უარს იტყოდა ევროკავშირის ანტიკრიზისულ პროგრამასა და ვალების გადახდაზე.

ევროკავშირში კი მიიჩნევენ, რომ საბერძნეთმა მონეტარულ ერთიანობას პატივი უნდა სცეს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 75%, რომლის მიხედვითაც გაერთიანება „სირიზამ“ საკანონმდებლო ორგანში 149 ადგილი მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერს ხვდება
შემდეგი სტატიაგურიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს სამი ტყვია ესროლეს