საბერძნეთის პრემიერი პირველად გახდა ქალი

საბერძნეთის პრემიერი პირველად გახდა ქალი

საბერძნეთის პრემიერი პირველად გახდა ქალისაბერძნეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს ხელმძღვანელი ვასილიკი ტანუ-ხრისტოფილუ ოფიციალურად საბერძნეთის გარდამავალი ხელისუფლების მეთაურად დაინიშნა ალექსის ციპრასის გადადგომის შემდეგ.
ტანუ ხრისტოფილუ პირველი ქალია ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა.
დღეს მან ფიცი დადო, სრულუფლებიანი პრემიერის რამგში ის ხვალ შეუდგება მუშაობას.

საბერძნეთის კონსტიტუციით, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის მეთაური უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელი ხდება.
არჩევნების დღეს პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი ამ დღეებში სექტემბრის ბოლოსთვის დანიშნავს.

რიგგარეშე არჩევნები საბერძნეთში უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მეხუთედ ტარდება.
ალექსის ციპრასმა 20 აგვისტოს დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ტანუ 1950 წელს დაიბადა, ის ათენის სკოლაში და სორბონის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. მუშაობდა საბერძნეთის სხვადსხვა სასამართლოებში, 2008 წელს კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2014 წლიდან უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდეტია.
ტინუ ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის დაქორწინებულია და ყავს სამი შვილი.

banner
წინა სტატიაშივიდეო–აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატია31 აგვისტოს უკრაინაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება