“საბერძნეთის მსგავსი კრიზისი საქართველოშიც მოსალოდნელია” – გიორგი ბარამიძე

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

“საბერძნეთის მსგავსი კრიზისი საქართველოშიც მოსალოდნელია,”- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ, თოქშოუ არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური პრობლემები აქვს, ხოლო ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“ისეთი პოლიტიკით, როგორიც ტარდება საქართველოში, შეიძლება ბერძნებზე უარესი კრახი უფრო მალე განვიცადოთ. როცა ხელისუფლება პირველივე წელს 700 მილიონიან დანაკლის მისცემს ბიუჯეტს და 40 ათას ლარს პრემიას თვეში დაიწერს, ბიუროკრატია იზრდება. 31 ათასით მეტია დასაქმებული სამთავრობო სტრუქტურებში. მათი უმეტესობა ნათესავები მეგობრები არიან. 2012 წელთან შედარებით ხელისუფლება 360 მილიონზე მეტს იღებს ხელფასების და პრემიერბის სახით. უკან მივდივართ და ამის მიუხედავად პრემიებს და ხელფასებს მაინც იწერენ. 5% ეკონომიკური ზრდა დაგეგმეს, ახლა ამბობენ 2% იქნებაო,” – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება
შემდეგი სტატიასახელმწიფო სწორ ნაბიჯებს დგამს – სესიაშვილი ემიგრაციაზე