საბერძნეთის კრიზისი – შესაძლოა, ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში იძულებით დაბრუნდეს

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საბერძნეთის კრიზისი გრძელდება, ქართველი ემიგრანტების პრობლემები კი ღრმავდება. იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საბერძნეთში საქართველოს ელჩის ყოფილი მრჩეველი, გიორგი ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ ეს პროცესები საქართველოს პრობლემებს შეუქმნის.

გიორგი ჯაფარიძე ამბობს, რომ შესაძლოა, საბერძნეთში მყოფი ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან, იძულებულები გახდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ.

“პირველი არის გადარიცხვების პრობლემა. ისინი საქართველოში ფულს ვერ რიცხავენ, ეს ადამიანები იქ შრომობენ და აქ არჩენენ ოჯახებს, 5-6 ადამიანს. მეორე პრობლემა, რომელზეც არ საუბრობენ, ეს არის დანაზოგები. ვინც ლეგარულად არის, აქვთ თანხა შენახული. თუმცა, მათ ამ თანხების გამოყენება არ შეუძლიათ. ბანკები როდის გაიხსნება არავინ არ იცის.

“დამსაქმებლებმა შესაძლოა, ქართველებს ფული არ გადაუხადონ სამუშაოს ნაცვლად. თუ პროცესები ნეგატიურად გაგრძელდა, ლეგალურად მყოფი ქართველები სხვა ქვეყანაში გადავლენ, არალეგალურები კი საქართველოში დაბრუნდებიან, რაც ცუდ საქართველოში ბევრ პრობლემას შექმნის,” – აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში“დიასპორის მინისტრი დედამიწის გარშერმო მოგზაურობაში ფულს არ უნდა ხარჯავდეს” – ავთანდილ გიუნაშვილი
შემდეგი სტატია,,მსოფლიოს ყველაზე შავი ბავშვი,,