საბერძნეთთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთ

ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთსაბერძნეთსა და კრედიტორებს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ ჩაიშალა. მხარეებს შორის ისევ უთანხმოებებია.

მიუხედავად ხედვის აბსოლუტუტი სხვაობისა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კრედიტორებთან ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე საუბრობდა. სერიოზულ დავას იწვევს საპენსიო რეფორმები, შრომითი კანონი, საგადასახადო სისტემა, ხელფასები სახელმწიფო სექტორსა და ინვესტიციები.

ევროზონის ქვეყნების მინისტრები საბერძნეთის მთავრობას კომპრომისების მიუღებლობაში ადანაშაულებს. საბერძნეთი ვალდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევრო თვის ბოლომდე გადაუხადოს.
ციპარისმა კრედიტორები გააკრიტოკა მისი წინადადებების დაუკმაყოფილებლობის გამო.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების სერია გამართა ევროკომიისიასთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ყველა მხარე იმედს იტოვებს, რომ მიიღებენ ისეთ შეთანხმებას, რომლიც საბერძნეთისთვის ახალი ტრანშის 7,2 მილიარდი ევროს გამოყოფის საშუალებას მისცემს.
წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთი იძულებულია შეამციროს პენსიები და ხელფასები და გაზარდოს გადასახადები.

banner
წინა სტატიაში„გეპეის ორკესტრის“ საქველმოქმედო აქციის ფოტოკოლაჟი
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრმა ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი დაათვალიერა