საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გალუსტ მარგარიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კოტრონლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 5 დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში25 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიამარკ ტონერი – ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია