საბაჟოს თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, თანამშრომელი, მიხეილ ავსაჯანიშვილი, დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 650 ლარი,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
შემდეგი სტატიათბილისის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია დაკითხეს