სააკაშვილ: პუტინი ახლა იქ “შეძვრა” საიდანაც ცოცხლები ვერ გამოდიან

სირიაში რუსული ჯარების ყოფნა პუტინის რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს , რაც კარგია როგორც უკრაინისთვის ასევე მთელი რეგიონისთვის – ამ შინაარსის განცხადება ოდესის გუბერნატორმა “შუსტერ ლაივის” ეთერში გააკეთა, მისი თქმით პუტინი ახლა იქ “შეძვრა” საიდანაც ცოცხლები ვერ გამოდიან. “პუტინი ახლა სასოწარკვეთილია, რადგან ნავთობის ფასი იმ დონეზე არ არის, რომლითაც ის ძალაუფლებას ინარჩუნებს, ეს მისი რეჟიმის ნამდვილი სიკვდილია, სწორედ ასე დაიღუპა საბჭოთა კავშირი რეიგანის დროს, როცა ნავთობის ფასი დაეცა… პუტინი შეძვრა სირიაში, იმისთვის, რომ შანტაჟი მოუწყოს საუდის არაბეთს, არაბეთის ემირატებს, სხვა ქვეყნებს, რომლებიც განსაზღვრავენ ნავთობის ფასს. ეს არის მცდელობა შიგნიდან აფეთქდეს ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ ეს წარუმატებელი მცდელობაა, ეს თვითმკვლელობის მცდელობაა”,-აცხადებს სააკაშვილი, მისივე თქმით სწორედ ასე “შეძვრა” საბჭოთა კავშირი ავღანეთში.

banner
წინა სტატიაშიმწერალი რეზო ჭეიშვილი ქუთაისში დაკრძალეს
შემდეგი სტატია“ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება”