“სააკაშვილმა წამომიყენა მოთხოვნა, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე პრობლემები არ გვქონოდა”

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განმარტებით, მას 2006 წლის 16 ნოემბერს პირადად ესაუბრა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოსთხოვა, რომ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ტელეკომპანია სხვისთვის გადაეფორმებინა. მისივე თქმით, 2006 წლის 17 ნოემბერს „რუსთავი 2“ დიმიტრი ქიტოშვილს გადაუფორმეს.

„მოპასუხეები რაზეც საუბრობენ, არის მიშა სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ტექსტი. 2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევედით სალაპარაკოდ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამომიყენა მოთხოვნა, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე პრობლემები არ გვქონოდა. 2006 წლის 17 ნოემბერს დილით ქიტოშვილი მოვიდა და გადაუფორმეს „რუსთავი 2“. მე კომპანიაში გადამიხადეს 300 ათასი ლარი, მე კი 7 მილიონ 300 ათას დოლარად ვიყიდე“, – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და რამდენიმე დაშავდა
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: მე დევნილის სტატუსი არ მაქვს, ვარ საქართველოს მოქალაქე