სააკაშვილმა ოდესელებს ზღვაზე გასასვლელი პოლიციით და ბულდოზერით გაუჭრა (VIDEO)

უკრაინული გამოცემა ,,Таймер,,-ის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის პოლიციისა და ბულდოზერის თანხლებით, ოდესელებისათვის ჩაკეტილი საზღვაო პლიაჟზე გასასავლელი  გახსნა…

გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროზე მდებარე ფეშენებელური სახლის ბეტონის ღობე, რომელიც მშენებარე პანსიონატ ,,ზელიონი ბერეგის,, სახელით იყო შენიღბული და სინამდვილეში იანუკოვიჩის ყოფილი თანაპარტიელის საკუთრებაა,  სანაპიროზე გასასვლელს კეტავდა პლიაჟ ,,დელფინსა,, და ჩკალოვის სანატორიუმის საზღვაო პლიაჟს შორის… სააკაშვილმა კი, ე.წ. პანსიონატის დაცვის სამსახური აიძულა გაეხსნათ კარები და მოსახლეობისათვის პლაჟზე გასასვლელი მიეცათ… ღობის დანგრევა კი მობილიზებული ბულდოზერით ვერ შეძლო… ამიტომ განკარგულება გასცა, რომ მომავალ დღეებში სპეცტექნიკით მოხდეს მისი დემონტაჟი…

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში“X ფაქტორის” გამარჯვებული გახდა გიორგი ნაკაშიძე
შემდეგი სტატიაქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი