სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასა და მომავალ პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ,,მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა.

“ეს მიტინგი თავისი მასშტაბით, საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო. აქ მოვიდნენ ადამიანები ყოველგვარი ფულის და დამატებითი სტიმულის გარეშე. ისინი უბრალოდ მოვიდნენ, რომ გამოეხატათ საკუთარი უკმაყოფილება და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. მე ვფიქრობ ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. დღევანდელი მიტინგი იყო ძალიან ცივილიზებული, მშვიდობიანი და მე ეს ძალიან მახარებს. იმიტომ, რომ მე ბრიუსელიდან ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთი რამის ორგანიზება შემიძლია, ასეთ მასშტაბების. თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პარქტიკულად მაიდანი იყო“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.
,,სიტუაცია ასეთია, რაშიც გვადანაშუალებენ, სინამდვილეში ვერაფერი ვერ იპოვეს. ბევრს ხმაურობდნენ ამ თემაზე, მაგრამ ეს რუსული პროპაგანდა იყო. აბსოლუტურად არანორმალური,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა რუსულ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, სადაც ხშირად საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციას გეგმავს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტს თავად გადაცემის წამყვანმა ჰკითხა.

,,მე ვფიქრობ რომ ხალხი თავის სიტყვას იტყვის“ – აღნიშნა სააკაშვილმა, მისი თქმით, პარლამენტში განსხვავებული კონფიგურაცია იქნება. ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა ძალამ პარლამენტში მოსყიდვით შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. სააკაშვილმა ქვეყნის უკანსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაჩერდა ქვეყნის განვითარება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დაწყებული. ,,თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო მალე დალაგდება“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუ და წალენჯიხა გაზიფიცირებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასანკტ პეტერბურგმა ნაცისტების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა