“სააკაშვილი ჩემი მეგობარია”- რა განაცხადა სოფო ნიჟარაძემ დაკითხვაზე შესვლამდე

მომღერალი სოფო ნიჟარაძეს მისი დაკითხვაზე დაბარება აბსურდულად ეჩვენება. ამის შესახებ მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მომღერალი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ. მოდულის შენობაში იკითხება. სოფო ნიჟარაძე უწყებაში 12:00 საათისთვის, ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად გამოცხადდა.

„ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენება დღევანდელი ჩემი დაბარება. თუ რაიმე კითხვები არსებობს ამ ფაბრიკაციულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მოვედი აქ და მზად ვარ, გავცე კითხვას პასუხები. უბრალოდ, ძალიან საინტერესოა, თუ რა იქნება კითხვები. არ ვიცი რა შეიძლება ეს იყოს, დეტალებს დაკითხვის შემდეგ გაგაგებინებთ“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

კითხვაზე, თუ რა ურთიერთობა აქვს მას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მომღერალმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მისი მეგობარია.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის ორ მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია: არტისტის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, კომიკურს ხდის მთელ ამ გამოძიებას