სააკაშვილი: უკრაინელი პოლიტიკოსები ქამელეონებივით არიან და გველივით იცვლიან ტყავს… (VIDEO)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 16 სექტემბერს ინტერვიუ მისცა უკრაინულ მე-5-ე არხს, სადაც განაცხადა, რომ ის უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის ადგილის დაკავებას არ აპირებს…

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ უკრაინელებს, რომლებმაც პრეზიდენტის საიტზე პეტიცია განათავსეს და მის პრემიერობას დაუჭირეს მხარი, თუმცა პრემიერობის პრეტენდენტობაზე უარი განაცხადა… ,,მე აქ თანამდებობის გამო არა ვარ… მე აქ ვარ, რომ ყველაფერი შევცვალო… მე მიყვარს რაღაცეების შეცვლა,, განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუს ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეეხო აგრეთვე უკრაინულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს… ,,ისინი იმისათვის, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ ჭაობში ზიან და ერთმანეთს ეხუტებიან, ხოლო იმას, ვისაც ჭაობიდან ამოსვლა უნდა პიჯაკზე ექაჩებიან… მე არ მინდა მათთან ჭაობში ყოფნა… მოდით თქვენც ამოდით ჭაობიდან და საზოგადოებაც ამოვიყვანოთ იქიდან… თუმცა უკრაინელი პოლიტიკოსების უმეტესობა ქამელეონებივით არიან… ისინი გველივით იცვლიან ტყავს და დაძრწიან პარტიიდან პარტიაში, მთავარია ოლიგარქებთან ურთიერთობა შეინარჩუნონ,, აცხადებს სააკაშვილი.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოკა გაბაშვილი საქართველოს მთავრობას “ცირკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს”
შემდეგი სტატიაეს არის დასავლური სტანდარტების სახეში შეფურთხება