სააკაშვილი: პუტინისაგან სიტუაციის ექსკალაციას უნდა ველოდოთ (VIDEO)

მიხეილ სააკაშვილმა  მონაწილეობა მიიღო თოქ-შოუ  ,,შუსტერ ლაივის,, პირდაპირ ეთერში, სადაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ისაუბრა…  ,,ის არასდროს, არავის არაფერს თავისი ნებით არ მისცემს… მას არ სჭირდება უკრაინული დონბასი… მას უბრალოდ უკრაინის დესტაბილიზაცია უნდა,, აღნიშნა სააკაშვილმა

,,პუტინს არასდროს, არავისთვის თავისი ნებით არაფერი არ მიუცია… მას არ სჭირდება დონბასის ტერიტორია… თუმცა ის იქ იჯდება, როგორც ძაღლი თივაზე… მანამ, სანამ ძაღლი არ მოკვდება. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ ექსკალაციის ახალ ტალღას,, აცხადებს სააკაშვილი.

,,უბრალოდ უნდა გავამაგროთ უკრაინული სახელმწიფოებრიობა… პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზანს… მან ვერ შესძლო ფრონტის გარღვევა… ვერ განახორციელა ანშლუსი და ვერ მიაღწია კიევამდე, როგორც ამას თავიდან გეგმავდა… და ახლა, ყოველი დღე, როდესაც ის ვერ აღწევს თავის მიზნებს, აახლოებს მისი იმპერიის დასასრულს,, განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიმეექვსე სართულის ფანჯრიდან 2 წლის გოგონა გადავარდა
შემდეგი სტატია,,ომი 2008 წელს, კრემლის რომელიღაც ნაბიჭვრის სატელეფონო ზარით დაიწყო,, (VIDEO)