სააკაშვილი: ოდესის მილიციას FBI გაწვრთნის

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ამერიკულ მხარესთან მიაღწია შეთანხმებას იმაზე, რომ ოდესის მილიციის 50 კაციანი ჯგუფს ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გაწვრთნის…

,,გუშინწინ ჩვენ FBI-სთან მოვილაპარაკეთ, რომ შევქმნით მილიციის 50 კაციან ჯგუფს, რომელსაც ისინი გაწვრთნიან და იქნებ ამ ჭაობში შუაგულში რაიმე მშრალი ადგილი გაჩნდეს სადაც პოლიცია ხალხისთვის იმუშავებს და არა კრიმინალზე და ორგანიზებულ დანაშაულზე,, განაცხადა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე  დღის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ამერიკელები ოდესელებს საბაჟო სამსახურის რეფორმირებაში, ადმინისტრაციული სერვისის გაუმჯობესებასა და ვალანტიორებისათვის უფასო იურიდიულ მომსახურებაში დაეხმარებიან.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს
შემდეგი სტატიადღეიდან “თაიმერი”გთავაზობთ!