სააკაშვილი: ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება, ბრძოლა გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:  საკონსტიტუციო სასამართლომ რ2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ნორმის ამოქმედება (დაუყონებლივი აღსრულება) შეჩერებულია გადაწყვეტილების გამოტანამდე. ის რაც იგეგმებოდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვეღარ განხორციელდება. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირეების განმავლობაში”,- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს “რუსთავი 2”-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს. ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, “რუსთავი 2”-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.

banner
წინა სტატიაშირ2-ი ივანიშვილის და ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს
შემდეგი სტატიათამაზ ურთმელიძეს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი არ დაიკითხება