სააკაშვილი და სობჩაკი მოსახლეობას ხვდებიან+ფოტო

სააკაშვილმა და სობჩაკმა ოდესასთან სოფელი მოინახულეს

სააკაშვილმა და სობჩაკმა ოდესასთან სოფელი მოინახულესოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს, 9 ივნისს ოდესის სელექციურ-გენეტიკური ინსტიტუტის ყანები მოინახულა, სადაც 2015 წლის მოსავლის სემინარი ტარდება.
როგორც ოდესის ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან, გუბერნატორმა ყანის შემდეგ სოფელი პერშოტრავნევოე მოინახულა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მის ჯგუფში ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკიც იმყოფებოდა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიუხედავად მდიდარი რესურსებისა, ევროპაში ღარიბი ქვეყანაა. ის მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლას დაპირდა. “თუკი მთავრობას მოსახლეობის დახმარება არ შეუძლია, მათ ხელი მაინც არ უნდა შეუშალონ. მე არ ვაპატიებ საკუთარ თავს, თუკი ყველაფერი ჰაერში გაქრება” – თქვა სააკაშვილმა შეხვედრისას.

odesa-saakashvili saakashvili-sobchaki saakshvili-sobchaki

banner
წინა სტატიაშიბოკერია ხელისუფლების პოზიციას ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მიმართ გაუმართლებლად მიიჩნევს
შემდეგი სტატია“გია ლორთქიფანიძე ერთადერთი ექსპორტი იქნება საქართველოდან”-მიხეილ სააკაშვილი