უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებიან.
კიევში მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მას კორუფციასთან ბრძოლაში დახმარების გაწევა შესთავაზა. მოლდოვას პრემიერის კირილ გაბურიჩის თქმით, მოლდოვაში კორუფციამ „სახელმწიფოს ყველა სფეროში შეაღწია“.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკოც ესწრებოდა. ის და მისი მრჩეველი კიშინოვს მექრთამეობასთან ბრძოლაში დახმარება დაპირდნენ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ბრალდებით იძებნება.