“სააკაშვილი არის წარსული, ეს მისი გადაწყვეტილებაა,”- ირაკლი ალასანიას გუნდი უკრაინის მოქალაქეობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს

“სააკაშვილი არის წარსული და ეს მისი გადაწყვეტილებაა,”- ასე ეხმაურებიან თავისუფალი დემოკრატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტის გადასაწყვეტია თუ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას.

“ეს მიხეილ სააკაშვილის არჩევანია არაფრის თქმა არ შემიძლია,”- ამბობს ირაკლი ალასანია.

ალასანიას თანაპარტიელი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულია და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყოფილი პრეზიდენტი.

“ეს პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა როდესაც ექსპრეზიდენტი მიდის და უკრაინაში და თანამდებობაზე ინიშნება. ეს სააკაშვილის არჩევანია. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებს ის. მე მას წარსულად ვთვლი. დანარჩენი უკრაინელი ხალხის და მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია,”- აცხადებს ალექსი პერტიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს
შემდეგი სტატია,,როგორ არ სწყინდება ამ ხალხს ,,სახელმწიფობანას” უბადრუკი თამაში?!”