სააკაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალურად დაპატიჟეს

2015 წლის 27-30 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც ,,ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში,, გახლავთ. ამ თეამასთან დაკავშირებული ფორუმები დიდი ხანია იმართება და მას მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანმა სახელმწიფომ უმასპინძლა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი და ასევე სხვადასხვა კონტინენტის 200-მდე მსოფლიო მასშტაბის  პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში ოფიციალური მიწვევა მიიღო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მასსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის წლების წინ ჩამოყალიბებული მეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ამ ღონისძიებას აუცილებლად დაესწრება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტები კეთდება რუსულ პრესაში… მაგალიტად რუსულმა საექსპერტო-ანალიტიკურმა ქსელმა ,,პოლიტრუსმა,, ამ თემას სტატია მიუძღვნა სათაურით ,,ბაქო გაქცეულ დამნაშავეებს ღებულობს,, სადაც აღნიშნულია, რომ ,,მიუხედავად იმისა, რომ ბაქომ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი და დამნაშავედ გამოცხადებული პრეზიდენტი დაპატიჟა, საქართველოს ხელისუფლება იმდენადაა აზერბაიჯანულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული, რომ მისი საგარეო უწყება აზერბაიჯანის ელჩის, განმარტებებისთვის დაბარებასაც ვერ გაბედავს, მსგავსად უკრაინელი ელჩისა,, აცხადებს რუსული წყარო.

მიუხედავად რუსული პრესის აქტიურობისა ამ თემასთან დაკავშირებით… საქართველოში ამ თემის კომენტარები ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ექსპერტის დონეზე კეთდება, რომლებიც აზერბაიჯანის ამ ნაბიჯს არამეგობრულს უწოდებს…

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე პარლამენტში სოზარ სუბარის დაბარების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიასოფელ მამკოდასთან ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს