სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა-ზუგდიდი

სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა

სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკაარასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი საქართველოში 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარ მკვლელობების და გახმაურებული აქციების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას შეიცავს. პრეზენტაციას როგორც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიებაზე შეკრებილმა ხალხმა ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატის როლანდ ახალაიას საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით ფილმის ნახვის შემდეგ ახალაიების და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მიმართ პროტესტის გრძნობა გამუძაფრდათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შეეხსენებინათ მათთვის მათივე მმართველობის პერიოდის ქრონიკა. აქციის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა განცხადება.

სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკასააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა

banner
წინა სტატიაშიპირველი აფხაზი რეჟისორო ნელი ეშბა 87 ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტსა და „როსნეფტი“ ხელმძღვანელს შორის „ბზარი“ გაჩნდა