სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა

სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდადევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, “სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს ყოველგვარი სასამართლოსა და განაჩენის გარეშე და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით”.
სუბარი მიიჩნევს, რომ როგორც თავის დროზე ზურა ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა 2 მაისს შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებულია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა ზოგადად მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ.
“ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფო“ ერთ-ერთი იაპონელი მძევლის დახვრეტის ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიადიდება საქართველოს შვილებს! შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში!