“სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის შედეგია – ზურაბ აბაშიძე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში “რეფორმების საერთაშორისო საბჭოს” თავმჯდომარედ დანიშვნას „თავისუფალი დემოკრატები“ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის შედეგს უწოდებენ.

ამის შესახებ ვიცესპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა და თქვა, რომ ეს ხელს შეუშლის სამომავლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას.

„პრეზიდენტ პოროშენკოს და უკრაინის ხელისუფლების გემოვნების საკითხია, ვის შეარჩევენ თავის მრჩევლად. ასე რომ, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მათი გადასაწყვეტია. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის შიგნით საქართველოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც, გარკვეულწილად, სერიოზულად შეუშლის ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობას. ასევე, ეს არის დღევანდელი მთავრობის უნიათობის შედეგი, რომ ვერ მოახერხა უკრაინასთან ისეთი ურთიერთობები შეექმნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ედავება ძალიან ბევრ დანაშაულს, უკრაინაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე არ დანიშნულიყო,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიდიდი შვიდიანის” წევრი ქვეყნები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ხვალიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება
შემდეგი სტატიასაქართველოში პოლიტიკური კიზისია–ნინო ბურჯანაძე