სააკაშვილის ახალი, მეოთხე თანამდებობა უკრაინაში

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

უკრაინის ხელისუფლებას ეტყობა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მიკუთვნებულ თანამდებობებზე გაჩერებას არ აპირებას…

კიდევ ერთი ახალი, მეოთხე პოსტი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ჩააბარებს, გახლავთ ის, რომ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს, ოდესის ოლქის ხელმძღვანელის გარდა… უკრაინის სახელმწიფო საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელიც იქნება… ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინისეკონომიკური განვითარებისა და  ვაჭრობის მინისტრის აივარას აბრამავიჩუსის დღევანდელ ბრიფინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ჩვენ დღეს ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს. ეს იქნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელთაც სახელმწიფო მმართველობისა და რეფორმების დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი იცნობენ უკრაინას, მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მზად არიან იმუშაონ წარმატებული რეფორმებისთვის,, განაცხადა აბრამავიჩუსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საბჭოს სემადგენლობაში ძირითადად უცხოელები იქნებიან და სახელმწიფო საწარმოთა დირექტორებადაც უცხოელებს მოიწვევენ. მისივე სიტყვებით დაგეგმილია ამ საწარმოების მომგებიანად გადაქცევა და პრივატიზირება.

თავის მხრივ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი, როგორც ამ საბჭოს ხელმძღვანელის ასევე ოდესის გუბერნატორის პოსტზე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება… ,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი არ იპარავს და არ იღებს ქრთამს… მთელი ეს წლები უკრაინა იძარცვებოდა და ეს ძარცვა ჯერ კიდევ გრძელდება,,, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას უდიდესი პოტენციალი აქვს.

 

banner
წინა სტატიაში2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა
შემდეგი სტატიარუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს