სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურა კიევიდან უარს ელოდება

მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინიდან პასუხი მიღებული არ არის, თუმცა პროკურატურა ელოდება, რომ პასუხად უარს მიიღებს , – ამის შესახებ სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე სემინარზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების განუცხადა.

მედიის წარმომადგენლების შეკითხვზე, რა მოლოდინი აქვს პროკურატურას იმ ვითარებაში როდესაც უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეა, ხოლო შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირების, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

“მათი იმედი საქართველოს წლების წინ ჰქონდა, ვნახეთ როგორც გაამართლეს იმედები და იმაზე პასუხი, ახლა რა იმედი უნდა გვქონდეს ამ ხალხისგან, ზედმეტია. ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც ძებნილია და სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას, არა მხოლოდ უკრაინასთან და არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ეს პროცედურა ერთ დღეში არ მთავრდება, მომზადებული გვაქვს საშინაო დავალებები და ვმუშაობათ”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინისგან პროკურატურას სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი არ მიუღია, მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოფიციალური პასუხი ჯერ არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშისამშენებლო ობიექტები სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან
შემდეგი სტატია“ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას”