რუს ჯარისკაცებს სირიაში უშვებენ

რუს ჯარისკაცებს სირიაში უშვებენრუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულმა ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ ქვეყნის თავდაცვის უწყებას თხოვნით მიმართა, რომ გამოიძიონ სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების თხოვნა, რომელთა ინფორმაციითაც ჯარისკაცების “რომელიღაც ცხელ ქვეყანაში” გადასროლაა დაგეგმილი. ჯარისკაცების ახლობლები ეჭვობენ, რომ საუბარია სირიაზე.
საბჭოს ხელმძღვანელის, სერგეი კრივეჩკოს განცხადებით, უკვე რამდენიმე მსგავსი მოთხოვნა შემოვიდა როგორც სამხედროებიდან, ასევე მათი ნათესავებისგან, რომელიც თავდაცვის სისტემას გადაეგზავნა.

სამხედრო მოსამსახურეები ამტკიცებენ, რომ მათ ოფიცრებმა საომარი მოქმედებებისთვის მზაობის ბრძანება გასცეს, თუმცა ამავე დროს ბრძანება არ ყოფილა წერილობითი.
ადამიანის უფლებათა საბჭო თვლის, რომ თუკი ცნობა სინამდვილეს შეესაბამება, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

“რუსეთის პრეზიდენტს სრული უფლება აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სამხედრო ნაწილები სხვა ქვეყნებში გადაისროლოს, მაგრამ აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა” – ამბობს კრივენკო. მისი თქმით, ჯარისკაცების საზღვარგარეთ გაშვება მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ არის შესაძლებელი, რომელიც ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება გასაიდუმლოებული, რადგანაც ეს სამხედროების სამოქალაქო უფლებებს ეხება.

კრემლში ამბობენ, რომ ისინი კონტრაქტორი ჯარისკაცების საჩივარზე ინფორმაციას არ ფლობენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები თხილის გატანაზე გადასახადს აწესებენ…
შემდეგი სტატიატრამპის სიძულვილის რიტორიკა