რუს ჩინოვნიკებს Google, Yahoo და WhatsApp-ის გამოყენებისთვის შენიშვნას აძლევენ

რუს ჩინოვნიკებს Google, Yahoo და WhatsApp-ის გამოყენებისთვის შენიშვნას აძლევენ

რუს ჩინოვნიკებს Google, Yahoo და WhatsApp-ის გამოყენებისთვის შენიშვნას აძლევენრუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა რუსი ჩინოვნიკები Google, Yahoo и WhatsApp-ის გამოყენებისათვის გააკრიტიკა და გუბერნატორებს მიმართა პრობლემის გადასაწყვეტად ზომები მიიღონ.
“ხაბაროვსკის მხარის სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლების მიერ მთელი რიგი უცხოური საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სერვისების გამოყენებას აქვს ადგილი. ეს რუსეთის სისტემური საკითხია, მაგრამ შორეულ აღმოსავლეთში საკითხი უფრო მწვავედ დგას” – განაცხადა პეტრუშევმა ვლადივასტოკში გამართულ სხდომაზე.
მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტები უნდა აღმოიფხვრას, რადგანაც საკითხი სერიოზულია და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.
რუსეთის ფედერაციაში 1 სექტემბრიდან ამოქმედდება კანონი, რომელის მიხედვითაც ინტერნეტ-კომპანიები რუსეთის მოქალაქეების მონაცემებს რუსულ სერვერებზე, ქვეყნის შიგნით განათავსებენ.
კანონის თანახმად, ოპერატორებმა ყველა ინფორმაცია უნდა უზრუნველყონ “ჩანაწერით, სისტემატიზაციით, შენახვით, დამოწმებით”.
“თუკი კანონის მიღების პროცესს გავწელავთ, უცხოური სტრუქტურები გაურკვეველი სახით შეეცდებიან რუსეთის მოქალაქეების მონაცემების გამოყენებას” – განაცხადა პეტრუშევმა.
ჩეჩნეთის მეთაური რამხზან კადიროვი, რომელიც დიდი ხანია Instagram-ს იყენებს, უფრო შორს წავიდა და გააკრიტიკა ამერიკული სოციალური ქსელები და მომხმარებლებს რუსული გაჯეტებით სარგებლობისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი – სტოლტენბერგის ვიზიტი არის ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება
შემდეგი სტატიათბილისში ორმა ახალგაზრდა მამაკცმა ახალგაზრდა ქალბატონს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს