რუსული ავიაციის სირიის ქალაქ რაკეზე საჰაერო შეტევის შემდეგ, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ ტერიტორია დატოვა – ამის შესახებ რუსული პრესა იტყობინება. რაკე ტერორისტული დაჯგუფების მიერ საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად არის გამოცხადებული.
როგორც მედია წერს, რუსული თავდასხმების შედეგად მინიმუმ 12 დიდი რანგის ბოევიკია ლიკვიდირებული. სხვა დაუდასტურებელი ცნობით, დაღუპულია დაახლოებით 100 ბოევიკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ტერორისტების სამი ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნა განადგურებული.