რუსული ტელეკომპანია ,,Life News,,-ის რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც თავად ,,ლაიფ ნიუსი,,-ს ოფიციალური საიტი იუწყება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები ამ მომენტისთვის ტელეკომპანიის ოფისში ჩხრეკას ატარებენ და მიმდინარეობს გარკვეული დოკუმენტებისა და სერვერების ამოღება…

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტი ტელეკომპანიაში შევიდა მასშემდეგ, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციისაგან ,,სოპროტივლენიე,, (წინააღმდეგობა), მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი 2 დანაშაულის შესახებ მასალების გამოქვეყნებაზე…

თავად ,,ლაიფ ნიუსის,, მიერ გაკეთებული განცხადებით, არასრულწლოვანებზე განხორციელებული დანაშაულების შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებში, ბავშვების სახე დაფარული იყო… არც მათი გვარები გაუხმაურებიათ და მათთვის გაუგებარია რა დანაშაულზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც უცხოელებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ, კანონით განსაზღვრული აღარ იქნება
შემდეგი სტატია,,მე ქართველი ვარ,, მომავალი კვირიდან ,,LGBT,, პროპაგანდის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს