რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ჰაფეზ ასადმა ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგებს დაარტყა გუშინ სირიის ქალაქ იდლიბში, სადაც ამ ქალაქისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა ადგილობრივი ისლამისტი ლიდერების ხელმძღვანელობით ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების წინააღმდეგ გამოხატავდა პროტესტს, ასადის საჯარისო ფორმირებებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს შეკრებილ მოსახლეობაზე. იერიშის შედეგად დაღუპულია 10 და დაჭრილია 7 მოქალაქე. დასახლებულ პუნქტს, დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და გაჩენილი ცეცხლისაგან, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამავედროს, სირიის ქალაქ ალეპოს ოლქის პროვინცია ქობანიში (ქალაქი აინ ელ არაპ) , რომელსას ისლამური სახელმწიფოს მეომრები აკონტროლებენ, გუშინ ერაყიდან ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, შეიარაღებული ნაწილები შევიდნენ. თურქული მედიის ცნობით, ქურთულმა ,,ფეშმერგამ,, აშშ-სთან შეთახმებით მიიღო გადაწყვეტილება სირიის ტერიტორიაზეც მიეტანა იერიში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე, რასაც ნატოს ავიაციის მიერ ამ პროვინციაზე განხორციელებული ავიადარტყმებიც მოწმობს. ამ მომენტისათვის ქალაქ აინ ელ არაპში რომელიც შავ ბოლშია გახვეულია, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ჯიჰადისტებსა და ,,ფეშმერგას,, შორის.44 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის მიერ იდლიბის პროვინციის ქალაქების დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა შორის 5 მცირეწლოვანია.ამის შესახებ ინფორმაციას, „სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქი ქილი გახდა, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.

„სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი“ და მოხალისეები ხალხის გადარჩენას ცდილობენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის განცხადებით, გასულ კვირას, ქალაქ სარმინის დაბომბვის შედეგად, 12 ადამიანი და ერთი სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე დაიღუპა, რომელიც დაშავებულების გადარჩენას ცდილობდა.

ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ჰამასა და იდლიბის პროვინციებში, ასევე ერაყის სამთავრობო არმიასა და ისლამისტებს შორის. გასული ორი დღის განმავლობაში ამ შეტაკებებს 90 მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 21 სამთავრობო არმიის, 28 „ისლამური სახელმწიფოსა“ და 16 ოპოზიციური მეამბოხე ძალების წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშიობუჯის გამგებლი მარტვილში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი საარჩევნო უბანზე ველოსიპედით მივიდა+ფოტო