რუსმა ბანკირმა ნემცოვის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა

რუსმა ბანკირმა ნემცოვის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა

რუსმა ბანკირმა ნემცოვის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადარუსმა ბანკირმა გერმან გორბუნცოვმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა – ამის შესახებ ბანკირის ადვოკატი ვადიმ ვედენინი ავრცელებს ინფორმაციას.
“ინგლისური პოლიციის ოფიცერმა გვაცნობა, რომ რუსეთის საგამოძიებო სტრუქტირების სურვილია გერმან გორბუნცოვის დაკითხვა და იკითხა, შეუძლია თუ არა მას დახმარების გაწევა. ჩვენ პოლიციას ვაცნობეთ, რომ დახმარების წინააღმდეგი არ ვართ და მზად ვართ ჩვენების მისაცემად” – განაცხადა ადვოკატმა.
მან განმარტა, რომ გორბუნცოვი პირადად არ იცნობდა ნემცოვს და არ იცის კონკრეტულად რას შეიძლება შეეხებოდეს გამოძიების შეკითხვები.

2012 წლის 20 მარტს გორბუნცოვს თავს დაესხნენ და რამდენიმე სროლით მძიმედ დაჭრეს. ის დიდი ხნის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. თვითონ ბიზნესმენის განცხდებოთ, თავდასხმა შესაძლებელია უკავშირდებოდეს მის საქნიან პარტნიორს ალექსანდრ ანტონოვს.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლთან ახლოს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიასადი: სირიის არმიას არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა დაიცვას
შემდეგი სტატიაზიმბაბვეში ტურისტებში ყველაზე ცნობილი ლომი მოკლეს