რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ჯარში არ უნდა გაეწვიათ

რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ჯარში არ უნდა გაეწვიათ

რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ჯარში არ უნდა გაეწვიათრუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის შვიდი წევრი დახოცა, ჯარში არ უნდა გაეწვიათ, რადგან ის ოლიგოფრენიით არის დაავადებული. ამის შესახებ “გაზეტა.რუ” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ მოითხოვა როგორც სამხედრო კომისარიატის თანამშრომლების, ისე 102-ე სამხედრო ბაზის მეთაურების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ის ჯარში გაიწვიეს და იარაღი ჩააბარეს.
“მას დადგენილი ჰქონდა ოლიგოფრენიის დიაგნოზი. უფლება არ ჰქონდათ სამხედრო სამსახურში გაეწვიათ, მით უფრო ყარაულში დაეყენებინათ და იარაღი ჩაებარებინათ”, – განუცხადა გამოცემას მოსაუბრემ.
მისივე თქმით, თავად დანაშაულიც საკმაოდ არალოგიკურად არის ჩადენილი იმ თვალსაზრისით, თუ როგორ მოიქცა სამხედრო მოსამსახურე იარაღთან და სხვა ნივთებთან მიმართებაში. გამოცემის მოსაუბრე აღნიშნავს, რომ გამომძიებლები ვერ ხვდებიან, რატომ ესროლა ოჯახის წევრებს ჯარისკაცმა, როდესაც იარაღის დამიზნებით შეეძლო თანხისა და ტანსაცმლის მიღება, რასაც ის ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშირეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კოალიცია შეიქმნა
შემდეგი სტატიაკლდიაშვილის ქუჩაზე მოკლული ქალის გაძარცვას სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ადასტურებენ