რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ჩვილი დაიღუპა

ერევნის ცენტრალურ ჰოსპიტალში რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

გუშინ კლინიკის მთავარი ექიმი, ნიკოლაი დალაქიანი აცხადებდა, რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შეგახსენებთ, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვრის ღამეს ამ ქალაქის 6 მცხოვრები მოკლა და 6 თვის სერიოჟას გულის არეში დანით 6 ჭრილობა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიკენიის პოლიციამ ბავშვების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
შემდეგი სტატიარუსულმა ჯარმა უკრაინის საზღვარი გადალახა