რუსი ჩინოვნიკების ქართველ მკვლელს ამ დრომდე ვერ აკავებენ…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ 19 ოქტომბერს საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და სააქციო საზოგადოება ,,კრასნოგორსკის ელექტრო ქსელის,, უფროსი გიორგი კოტლიარენკო მოკლა… ამის შემდეგ კი ამავე რაიონის ერთერთი სოფლის ტიმოშკინოს მკვიდრი იქნა დაცხრილული… იმავე დღეს, თავად გიორგაძის სახლში მისი ბიზნესპარტნიორი, ასევე ქართველი – ტრისტან ზაქაიძე, მოკლული იქნა ნაპოვნი… ოთხივე მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი კი ამირან გიორგაძეა

krasnogors-giorgadze,,კრასნოგორსკელ მსროლელად,, წოდებულ ქართველ ბიზნესმენს ამირან გიორგაძეს, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსი სამართალდამცავები ამ დრომდე ვერ აკავებენ…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ 19 ოქტომბერს საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და სააქციო საზოგადოება ,,კრასნოგორსკის ელექტრო ქსელის,, უფროსი გიორგი კოტლიარენკო მოკლა… ამის შემდეგ კი ამავე რაიონის ერთერთი სოფლის ტიმოშკინოს მკვიდრი იქნა დაცხრილული… ცოტა ხნის წინ კი თავად გიორგაძის სახლში მისი ბიზნესპარტნიორი, ასევე ქართველი – ტრისტან ზაქაიძე, მოკლული იქნა ნაპოვნი… ოთხივე მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი კი ამირან გიორგაძეა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დადგენილია ეჭვმიტანილის თანამზრახველის ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის  გიორგაძის პირადი დაცვის წევრი, 27 წლის შოთა ელიზბარაშვილია.

რუსული მედია ამ მკვლელობების მოტივაციად ბიზნესინტერესებს ასახელებს… თუმცა ზუსტად რა მოხდა ამის ახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რუს სამართალდამცავებს კრასნოგორსკის რაიონი, სადაც დანაშაულები მოხდა, მთლიანად ალყაში აქვთ მოქცეული და ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი კონტროლდება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიNATO-მ ათწლეულის უდიდესი წვრთნები დაიწყო…
შემდეგი სტატია,,ჩვენ ციხის ამბები გვეყოფა და უაზრო გნიასი…?,,