რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას გაიყვანენ

რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას გაიყვანენ

xidi-rkingzaრუსეთის სარკინიგზო ჯარი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნით რკინიგზის აღსადგენად გააგზავნეს რესპუბლიკაში – ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა დმიტრი ბულგაკოვმა.

რკინიგზის სამხედრო ნაწილი აფხაზეთში ივლისის ბოლოს გამოჩნდა. ყველა სამუშაო უგამონაკლისოდ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად კეთდება, რომ აფხაზეთის შიგნით რკინიგზის მოძრაობა მოწესრიდგეს – განაცხადა ბულგაკოვმა.

მისი თქმით, სულ რუსეთიდან 500 რკინიგზის სამხედრო ჯარისკაცი და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკაა შემოსული აფხაზეთში. ისინი ოჩამჩირედან ენგურის ხიდამდე მოაწესრიგებენ რკინიგზას, რომელსაც 1992 წლის ომის შემდეგ არ უმუშავია, ამიტომ , საინჟინრო სამხედრო დანაყოფის სპეციალისტები ჯერ შეისწავლიან შესასრულებელ სამუშაოს.
როგორც ბულგაკოვმა აღნიშნა, 33 კილომეტრიან მონაკვეთს დეკემბრის ბოლოს ექსპლოატაციაში გაუშვებენ.

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა
შემდეგი სტატიაგაგრაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანბი ემსხვერპლა