რუსი რეჟისორი უკრაინელის კოლეგის დასაცავად

რუსი რეჟისორი უკრაინელის კოლეგის დასაცავად

რუსი რეჟისორი უკრაინელის კოლეგის დასაცავადკინორეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდამჭერის განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ.

სენცოვის განაჩენს, რომელსაც 23 წელი მიუსაჯეს, რეჟისორი “საშინელს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრალი ორი მოწმის ჩვენებებზეა დამოკიდებული, აქედან ერთმა უკვე უარი განაცხადა მიცემული ჩვენებისგან, მეორემ კი უარი თქვა მის ხელმეორედ დამოწმებაზე.
ზვიაგინცევი წერს, რომ სანამ მიმართვას დაწერდა, შეისწავლა მასალები, რომელიც კოლეგის ბრალდებას ეხება და ფიქრობს, რომ სენცოვს არასწორად აქვს ბრალი წაყენებული.
“ადამიანები, რომელთა ბრალეულობა დამტკიცებულია, იმაზე მცირე სასჯელს იღებენ, ვიდრე ადამიანი, რომლის ბრალეულბობა არ არის დადასტურებული და ბრალის ფუნდამენტია დამნაშავეების ჩვენებები. “რა ბნელი აზრები ქმნიან ამ ყველაფერს, და ვინ არიან საერთოდ ეს მოქალაქეები, საზოგადოება, სასამართლო, როგორც სახელმწიფო?” – წერს ზვიაგინცევი.

რეჟისორმა უკრაინელი კოლეგის განთავისუფლებისკენ მოუწოდა, რადგანაც დასჯა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ბრალეულობა გამოკვეთილია.

სენცოვი ყირიმში ტერაქტების მომზადებასა და ტერორისტული დაჯგუფების შემქნაშია დადანაშაულებული.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საწვრთნელი ცენტრი 27 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნება
შემდეგი სტატიაყვარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ინსფრასტრუქტურული ზიანი 900 ათას ლარამდეა