რუსი ოლიგარქის უნიათო მთავრობა, თავის არსით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულია

რუსი ოლიგარქის უნიათო მთავრობა, თავის არსით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულია

რუსი ოლიგარქის უნიათო მთავრობა, თავის არსით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულიარუსი ოლიგარქის უნიათო მთავრობა, თავის არსით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“თავისი არსით და ბუნებით რუსი ოლიგარქის მთავრობის საქმიანობის 2 წელიწადზე მეტის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არამხოლოდ უნიათო მთავრობა, რომელიც აღარიბებს ჩვენს ხალხს, არამედ მთავრობა, რომელიც თავის არსით არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულიც. დაგროვდა მთელი წყება გადაწყვეტილებებისა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. ამ გადაწყვეტილებებს ასევე აქვს ეკონომიკური გამოხატულება”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა და მაგალითად, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის და ლაზიკას პორტის პროექტი მოიყვანა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეკონომიკური გამოხატულება აქვს ნატო-ში გაწევრიანებაზე ფაქტობრივად უარის თქმასაც, რომელიც ზურაბ აბაშიძის პირით გაჟღერდა. მისი თქმით, ეს აზიანებს საინვესტიციო გარემოს და ნაკლებადპროგნოზირებადს ხდის საქართველოს.

“ამ ყველაფრის ნაწილია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ღიად პუტინისტური პარტიის მმართველი საბჭოს წარმომადგენლის და ამავე პარტიის წევრების სხვადასხვა სამინისტროებში მინისტრის მოადგილეებად დანიშვნა. ამ ყველაფრის ნაწილია უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიის საკითხში დეფაქტო რუსეთის მხარის დაკავება, როცა მაგალითად პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პერსპექტივა. უკრაინა ჩვენთვის რუსეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ამ ყველაფერს, ეკონომიკური გამოხატულება, ცხადია, აქვს. არაფერს ვამბობ უპასუხისმგებლო სავიზო რეგულაციებზე, რომელიც დიდი ზიანის მომტანია ეკონომიკურად, მაგრამ პოლიტიკურ რეალობაში ეს ნიშნავს, რომ საქართველო დისტანცირდება დასავლეთისგან. აღარაფერს ვამბობ “აეროფლოტის” საკითხზე და იმ პრეფერენციებზე, რომელსაც ჯიუტად ანიჭებს საქართველოს მთავრობა ოკუპანტი სახელმწიფოს ავიაკომპანიებს, რომლებიც ახლა ცდილობენ წაიღონ მთელი ტრაფიკი მგზავრებისა ევროპის მიმართულებით, ჩაძირონ ქუთაისის აეროპორტი და გააკოტრონ ადგილობრივი კომპანია”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, ივანიშვილის მთავრობა აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩაუძვრა ჯიბეში და მეორე მხრივ, ყოველდღიურად ანიავებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი “არას” 21 მარტის აქციაზე ეტყვის.

banner
წინა სტატიაშიქართული ანდაზაა, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”. საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს
შემდეგი სტატიაგია თევდორაძე – “ფრეშ ჯორჯიაში” 1700 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 35-მდე ადამიანი მუშაობს