ცნობილი რუსი მსახიობი და კინოვარსკვლავი მიხეილ პორეჩენკოვი ბელორუსიაში არ მიიღეს, აცხადებს ბელორუსიის მედია.
პორეჩენკოვი მინსკში ჩავიდა, რათა 1943 წლის პოლონეთის მოვლენების თემასთან დაკავშირებით გადასაღებ ფილმში მიეღო მონაწილეობა. ფილმს რუსები იღებენ, თუმცა გადასაღებ ბაზად ,,ბელორუსფილმი,, აირჩიეს… სწორედ მანდ მოხდა ინციდენტი, როცა კინოსტუდიის ყველა დონის სპეციალისტმა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, უარი განაცხადა პორეჩენკოვთან მუშაობაზე, რუსი სეპარატისტების მხარდაჭერით გამოხატული მისი ცუდი რეპუტაციის გამო, რაზეც რუსმა მსახიობმა დებოში მოაწყო და გარკვეული პერიოდის შემდეგე დატოვა კინოსტუდია…
კინოსტუდიიდან მინსკის პრესტიჟულ სასტუმროში, მისულ რუს მსახიობს, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი დახვდა, მას სასტუმროში შეშვებაზე უარი უთხრეს… სასტუმროს პრესტიჟის და რეპუტაციის დაცვის მოტივით… რუს მსახიობს შეახსენეს, რომ ის უკრაინამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა სეპარატისტების რეალური მხარდაჭერის გამო… პერეჩენკოვმა აქაც სცადა დებოშის მოწყობა, მაგრამ სასტუმროს დაცვამ პორეჩენკოვი მაშინათვე გარეთ მიაბრძანა… რუს მსახიობს ისღა დარჩენოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო…
აღსანიშნავია, რომ ცნობილი რუსი მსახიობი მიხეილ პორეჩენკოვი, რამდენიმე თვის წინ დონეცკში ჩავიდა სეპარატისტების მხარდასაჭერად… მან კამერების თანდასწრებით, დონეცკის აეროპორტის ბრძოლებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან უკრაინელი სამხედროების მხარეს გაისროლა. ამის გამო უკაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პორეჩენკოვზე და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა მასზე.
timer.ge