რუსთავში ხანძრის შედეგად ოთხშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა

გამთენიისას რუსთავში რუსთაველის ქუჩა #39-ში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ცეცხლი თავდაპირველად კირვალიძეების ოჯახში მესამე სართულზე გაჩნდა. სახლში ამ დროს დედა – მედეა კირვალიძე 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
კირველიძეებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მთლიანად დაიწვა ბინა და მასში არსებული ნივთები.
ადგილზე რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები მუშაოbდნენ. ხანძრის შედეგად კირვალიძეების სახლი მთლიანდ დაიწვა, მე-4 და მე-5 სართულებზე არსებული ბინები კი ნაწილობრივ დაიწვა და ცეცხლის ლიკვიდაციის დროს წყლის ჭავლის შედეგად დაზიანდა.
კირვალიძეები და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები რუსთავის მერმა და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მოინახულეს. რუსთავის მერი დავით ჯიქია დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. მისი განცხადებით, საკითხს კომისია დღესვე შეისწავლის და კირვალიძეების ოჯახს დახმარებას გაუწევენ. ასევე, დაეხმარებიან იმ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
კირვალიძეები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დროებით მეზობელმა შეიფარა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია
შემდეგი სტატიაუკრაინელი ნაციონალისტები არმიას დაუმორჩილებლობას უცხადებენ