რუსთავში ქობულეთში დაღუპულ ბავშვებს გლოვობენ

ქობულეთში დაღუპული 10, 11 და 12 წლის ბავშვები რუსთავიდან იყვნენ. ამ წუთებში კი რუსთავში, მოსწავლე ახალაგზრდობის სასახლესთან სასახლის სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების წევრი ბავშვები და მათი მშობლები იკრიბებიან.შეკრებილები ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საუბრობენ და მომხდარის მათთვის ცნობილ დეტალებს ყვებიან. ისინი სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს.

“შოკირებულები ვართ ყველა. დეტალები არ ვიცით. დაუდევრობა იყოო ამბობენ. ჩვენ ვესაუბრეთ ხელმძღვანელს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ძალიან ყურადღებიანია გოგი მარღანია, ასეთი კარგი ადამიანი და ყურადღებიანი იშვიათია. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს,”- აცხადებენ რუსთავში შეკრებილი მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ ქობულეთში
შემდეგი სტატიახვალიდან სენაკში კრიტიკული დღეები იწყება