რუსთავში მელია დაიჭირეს, თუმცა ის ზოოპარკს არ ეკუთვნის

ცოტა ხნის წინ რუსთავში მე-20 მიკრორაიონის #13 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოსახლეობამ მელია ნახა. თვითმხილველების თქმით, მელია სუსტ მდგომარეობაში იყო. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.
მელია დროებით ქალაქში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
რუსთავის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კომუნიკაცია შედგა ზოოპარკის პრესსამსახურთან, სადაც განუცხადეს, რომ რუსთავში დაჭერილი მელია მათი არ არის, ზოოპარკში სამი მელია ჰყავდათ და ყველა ადგილზეა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში იწვიმებს
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში სამუშაოდ მოხალისეებს არ დაუშვებენ