„რუსთავი2″-მა დადოს FBI-ის დასკვნა და დაასახელოს კონკრეტული პირი ვინც ეს დოკუმენტი მიაწოდა–ხათუნა ხოფერია

„რუსთავი2"-მა დადოს FBI-ის დასკვნა და მოუწოდებს დაასახელოს  კონკრეტული პირი ვინც ეს დოკუმენტი მიაწოდა–ხათუნა ხოფერიაზურაბ ჟვანიას მეგობარი და ოჯახის ახლობელი, ხათუნა ხოფერია, გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გაჟღერებულ საიდუმლო მასალებს ეხმაურება.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მოითხოვს, რომ „რუსთავი 2“-მა წარმოადგინოს დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა წყარომ გადასცა.

ხათუნა ხოფერია ამ დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ „რუსთავი2″-მა დადოს FBI-ის დასკვნა და მოუწოდებს, დაასახელოს ის კონკრეტული პირი, ვინც ეს დოკუმენტი მიაწოდა.

„რამდენადაც მე ვიცი, 2006-ში თუ 2007-ში დაურიგდათ FBI-ის დასკვნა, საქართველოს პარლამენტის წევრებს და რა იყო ის დასკვნა, რომელშიც მაგდაგვარი არაფერი არ ეწერა. ძაძამიას ადვოკატმა ზურას ყოფილი დაცვის უფროსს, გოჩაშვილს ბოდიში მოუხადოს იმის გამო, რაც გუშინ განაცხადა,“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის ახლობელი, ხათუნა ხოფერია.

ყოფილი დეპუტატის ინფორმაციით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მალე დადასტურდება, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია.

ხათუნა ხოფერია ფიქრობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება ყოფილი ხელისუფლებისა და საქმეში ბრალდებული პირების გააქტიურებაც.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი არ არის მეფე ან იმპერატორი–დავით ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთის ჯარი უკრაინის კონფლიქტში არ მონაწილეობს – აცხადებს მარი ლე პენი