“რუსთავი 2 შენთვის” – ტელეკომპანიის კონცერტი ქუთაისში

რადიო

რუსთავი 2 შენთვის დღეს კონცერტს ქუთაისში გამართავს. ახალგაზრდობის პარკში განთავსდება სცენა და გასართობი მოწყობილობები.

ღონისძიება 16:00 საათზე ბავშვთა გასართობი პროგრამით გაიხსნება, 20:00 საათზე კი დაიწყება კონცერტი, რომელში მონაწილეობასაც რუსთავი 2-ის გასართობი და მუსიკალური პროგრამების წარმომადგენლები და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა მიიღებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

რუსთავი 2 შენთვის უკვე ჩატარდა გორში, ზუგდიდსა და ბათუმში.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დალუქეს
შემდეგი სტატიაზოოპარკი ფუნქციონირებას დღეიდან განაახლებს