“რუსთავი 2” საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვს

სამაუწყებლო კომპანია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია საზოგადოებას დამრებას სთხოვს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

გვარამიას თქმით მითითებულ ანგარიშზე – : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას შეუძლია თანხის ჩარიცხვა, რათა ტელეკომპანიას დაეხმაროს.

“არ დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს. ამის პირობას ნამვდილად გაძლევთ და მივამართავ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც პირს, რომელიც ბოლომდე იცავს ჩვენ უფლებებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმედგაცრუების მიზეზებს გვაძლევს, სანამ ჯერ კიდევ დროა მოეგოთ გონს და მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით. დღეს ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც საქართველოში მანიაკალური ოლიგარქული რეჟიმის დამყარებას ცდილობს”, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, “რუსთავი 2”-ს გვერდში დაუდგეს და ბრძოლაში მათ გვერდით იდგეს, მათ შორის სასამართლო პროცესებზეც იაროს
banner
წინა სტატიაშისასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატისთვის მოულოდნელი არ ყოფილა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე “რუსთავი 2” დაიხურება, დაიხურებით თქვენ