„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება – ბაქრაძე

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ქიბარ ხალვაშის სარჩელის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესს აღნიშნული ტელეკომპანიის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს.

„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ კამპანია ბუმერანგივით დაუბრუნდება ხელისუფლებას და ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი მთავრობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ყველა ერთად არ დაუშვებს იმას, რომ საფრთხე დაემუქროს „რუსთავი 2“-ს, საფრთხე დაემუქროს გამოხატვის თავისუფლებას და საფრთხე დაემუქროს იმ ტელევიზიას, რომელიც დღეს ყველაზე ხმამაღლა, ობიექტურად და გაბედულად საუბრობს ქვეყნის და ხალხის პრობლემებსა და გაჭირვებაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ფრაზას – ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ” – გიგლა აგულაშვილი რუსთავი 2-თან დავაზე
შემდეგი სტატიაე.წ. სპეცოპერაციის საქმის მოწმეების თქმით, მათ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს