“რუსთავი 2”-ის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

სამაუწყებლო კომპანია

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გადადო. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოსამართლე ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას, პასუხი უნდა გაეცეს.

“რუსთავი 2”-ის ადვოკატმა პროცესის გადადების მიზეზად პროკურატურის მიერ, გვარამიას განცხადების საფუძველზე, გამოძების დაწყება დაასახელა, რათა გამოძიება რაღაც ეტაპამდე მისულიყო. აღნიშნულზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ ადვოკატებს არ აქვთ წარმოდგენილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში, ისინი მონაწილეობას იღებენ.

“თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სასამართლო სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში“ზუსტად ამ პირს ვესაუბრე”- ნიკა გვარამიამ იმ პირზე მინიშნება გააკეთა, რომელმაც ხელისუფლების მუქარა გადასცა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ყოველდღე ხდება „ნაცმოძრაობის“ ოფისებზე აგრესიის მიტანა და ეს რეაქცია ჩემთვის გასაგებია