რუსთავი 2″-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

"რუსთავი 2"-ის შენობასთან არხის მხარდამჭერები არიან შეკრებილირუსთავი 2″-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის ეზოში “რუსთავი2”-ის დასაცავად მთელი ღამის გათენებას აპირებდნენ. მათ გეგმები მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების გამო შეცვალეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს არ გამოაცხადა და 26 ოქტომბრისთვის გადადო.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან შეკრებილ მოქალაქეებს არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მოქალაქეები ხვალ, “რუსთავი 2”-ის კონცერტზე დაპატიჟა.
ამჟამად მიმდინარეობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეზოს დასუფთავება, თუმცა ტერიტორიაზე კვლავ განთავსებულია კარვები.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და მას გადაჭარბებული უწოდა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს