“რუსთავი 2”-ის შენობასთან არხის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

 

რუ 2თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან შეკრებილები არიან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები, რიგითი მოქალაქეები, ასევე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
პერიმეტრზე დამონტაჟებულია ასევე დიდი მონიტორი, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს საშუალება აქვთ პირდაპირ ეთერში უყურონ “რუსთავი 2”-ს–იტყობინება “თაიმერის” კორესპოდენტი ადგილიდან.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, პროცესები, რომელიც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ ხდება აშკარა ჩარევაა კერძო კომპანიის საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწუხელ გვაინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხოროწყუს ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში