“რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

სამაუწყებლო კომპანია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

არხის ცნობით ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით ქიბარ ხალვაშის შემდეგ, წილების დასაბრუნებლად დავა, ტელეკომპანიის სხვა დამფუძნებლებმაც დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია – ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი – ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის სამართლებრივ დავაზე